მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს უკლებლივ ყველა წევრი კატეგორიულად ემიჯნება სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი არის ანტიდასავლური განწყობის, – „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებენ.
არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართვაში.
საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორინგის ჯგუფმა თამბაქოს რეალიზაციის კუთხით, პირველი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა. ალიანსის მონაცემებით, სავაჭრო ქსელების თითქმის ყველა შემოწმებულ ობიექტში, ჯერ კიდევ ხილულად განლაგებულია თამბაქოს ნაწარმი, რის შესახებაც მონიტორების მიერ გამოვლენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან, საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან შეხვედრით დაიწყო.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე განიხილა. „ეხო კავკაზას" ინფორმაციით სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
18 იანვრიდან, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ განახლდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.