საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია „ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ის გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, სადაც ის პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცხადებს.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტიმა, მესამე მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ინიციატივას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
ორგანიზაციებმა „პროგრესის ცენტრი“ და ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“, ორგანიზაცია „მწვანეებთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით დუმილის აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტიკერები გააკრეს წარწერით „75 000“ და „რამდენ კრედიტიანია თქვენი სიჩუმე“. აქციის მონაწილეებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის გადასახადის განახევრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი, - ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
ჩვენთან არსებობს კანონი, კანონით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ეგრეთ წოდებული, აღიარებითი რეჟიმი, ამაში არის დაახლოებით 35 ქვეყანა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.