საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ შეძლებს.
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები გააუქმა.
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება დღეს გამოსცა.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი „რევოლუციური სცენარის“ განვითარებას ნებსით უწყობდა ხელს თუ უნებლიეთ, ეს მე არ ვიცი და ამას ვერ დავაბრალებ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
ქართველი ხალხი დაორგანიზდება და მათ გაუმკლავდება, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время– სთან ინტერვიუში კითხვაზე, რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციას გაუუქმებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.