„31 ოქტომბერს ჩვენ გვექნება 2 არჩევნები - არჩევნები საარჩევნო უბნებზე და პარალელური არჩევნები გადასატანი ყუთების მეშვეობით. ეს ფაქტი ხელისუფლებას არჩევნების მასობრივი გაყალბების შესაძლებლობას მისცემს,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ კოვიდპანდემიის ვითარებაში არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების შესახებ გამართულ ბრიფინგზე.
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც 2020-2021 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა და ის 1350-ს შეადგენს, 15 სექტემბერს ტრადიციულად, საკლასო ოთახებში განახლებულ სწავლის პროცესს შეფერხების გარეშე, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად განაგრძობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიღებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს ვარაუდობენ.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.
საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალაშენებული საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან ერთად მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.