მესტიის მუნიციპალიტეტის მერია თავისი კუთხის ღირსეულ წარმომადგენელს, ლადო გურჩიანს 75 წლის იუბილეს ულოცავს და მადლიერებას გამოთქვამს მის მიერ გაწეული შრომის და ღვაწლისთვის ქართულ ალპინიზმის და მეკლდეურობის განვითარებაში.
დღეს დიდი პატივია ვიყო აქ, ქედა ხომ შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის უნიკალური ჯიშების და ტურიზმის განვითარების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
(GUARDIAN.GE) - პოლიციამ ბერლინში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული მასობრივი მშვიდობიანი პროტესტისას, რომლის დროსაც ქუჩებში დაახლოებით 38 000 ადამიანი იყო გამოსული, 300 დემონსტრანტი დააკავა. BBC-ის ცნობით, მსგავსი დემონსტრაციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, სადაც პროტესტანტთა ნაწილი ვირუსს სიცრუეს უწოდებდა.
პროკურატურამ გ.ს.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როდესაც ჩვენი ქვეყანა მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორებიც არიან მეწამლე კახა ოქრიაშვილი და გაუპარსავი ყაჩაღი ცეზარ ჩოჩელი, მერე დაიწყება ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მეორე საგანგებო სესიას მართავს, სადაც ცხინვალში გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხს განიხილავენ.
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1999 წელს დაბადებული თ.ხ. ქურდობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის Toyota Land Cruiser-ის მაღალი გამავლობის „ამბულანსების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. სამედიცინო ავტომობილები თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობაში გადანაწილდება. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს სწრაფად და ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობას. ახალი „ამბულანსებით“ დაკომპლექტების პროცესი თავდაცვის ძალებში კვლავ გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.