ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გაუფასურდა.
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხების განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მჯერა, რომ გამოძიება ყოველ მხრივ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას.
აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
„ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის „საერთაშორისო გამჭირვალობა“ და ქალბატონი გიგაური, რომელიც საზოგადოებას ახსოვს როგორც თითქოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება, მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით, ეს არის ფაქტები და ეს არ არის სპეკულაცია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ღია ეთერი“.
„ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი შეფასება, თითქოს ბატონი ივანიშვილი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს. ადამიანი, რომელიც დღეს ამას იტყვის, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება დღეს საქართველოში. თუ გადავხედავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, ბოლო 8 წელს, ის არის სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, ვინაიდან მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში ერთადერთი, უნიკალური, იშვიათი რვაწლიანი მშვიდობიანი მმართველობის ხანა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საერთაშორისო პარტნიორებსა და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.