შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ივნისს, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.
„ეს კი ის ხეები გახლავთ, რომელთა ნაწილის არსებობაც არავის გაუგია იმათ გარდა, ვინც შიშით შეჰყურებდა გიგანტურ ხეს თავის ეზოში და ლოცულობდა „არ მოსტყდეს და არ დაგვეცეს თავშიო".
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში 500 ცალი სახის დამცავი ფარი გადაეცა.
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი აცხადებს, რომ 2006 წელს, როდესაც თავად ჩაუდგა სკოლას სათავეში, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობა დახვდა, რაც ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები ისევ არსებობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0356 პუნქტით გამყარდა.
„ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოვახერხოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ამ მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „PosTV“-სთან საუბრისას.
„დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდეს ქვეყანაში თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ძირეულად შეიცვალოს როგორც არსებული პოლიტიკური ელიტა, ასევე თავად პოლიტიკური ცხოვრებისა და ქცევის წესი, პოლიტიკის წარმართვის სტილი“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის მედიის დროის გამოყოფასთან დაკავშირებით საკუთარი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.