საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ. მან აღნიშნულის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდებას დღეიდან აახლებს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები დღეიდან იხსნება. აღნიშნულ დაწესებულებებს რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ.
„მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ სახსრები და საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება. ეს არის კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და ასევე დამატებით ნიღბები. ეს ყველაფერი დარიგდა უკვე ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის კლინიკებში და ახლა უკვე ორშაბათიდან რიგდება კახეთის რეგიონის კლინიკებში", აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.