ყატარმა და ქუვეითმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის ნიღბების ტარების წესები გაამკაცრა და ვინც კანონს დაარღვევს მკაცრი საჯარიმო სანქციები და პატიმრობა ემუქრება. ყატარში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე მყოფ მოქალაქეებს 200 000 რიალი ($55,000) ან 3 წლით პატიმრობა მოელით, ხოლო ქუვეითში მაქსიმალური სასჯელი სამთვიანი პატიმრობა იქნება.
20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტებისა და ა.შ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საქველმოქმედო აქცია.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში 18 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, – ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნული სარჩელით საია მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვდა, რომლითაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საჯარო განხილვების ჩატარება, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეიზღუდა. სასამართლომ დააფიქსირა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების მიერ, შეფასების მექანიზმი სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე განისაზღვრა.
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატება, გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან სკვერი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.