თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამოშვები პუნქტი მოაწყო.
აბდაუბდა პასუხები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვანო მერაბიშვილი ბულგაკოვის ნაწარმოების გმირია და არ მეჩვენებოდა მისი შარიკოვობა.
ევროპის საბჭოს მიერ დაარსებულმა ასოციაციამ „Compendium of Cultural Policies & Trends“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ონლაინ რეჟიმში შეთავაზებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვიდეოზარის საშუალებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს ესაუბრა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ისრაელში კორონავისრუსთან დაკავშირებით შემქნილი მდგომარეობა განიხილეს და პოსტკრიზისულ პერიოდში რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, UNICEF-ის ქართულმა წარმომადგენლობამ ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად უფასო, 24 საათიანი ცხელი ხაზი აამოქმედა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო არეალი თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.