სულ მცირე 210 ადამიანია გარდაცვლილი ირანში ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების შედეგად, იტყობინება BBC ირანის ჯანდაცვის სისტემის წყაროებზე დაყრდნობით.

სრულად...

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ღონისძიებაზე  ახალგაზრდებს, რომლებმაც თბილისის სამ სკოლაში გაიარეს სწავლება, სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადასცა და სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

სრულად...

მთავრობამ შეიმუშავა და გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც თვისობრივად ცვლის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის  განახლებული სისტემის პრეზენტაციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

სრულად...

კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“  ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0137 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სრულად...

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 76-ე საზოგადოებრივი ცენტრი აბაშაში საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშის  მერი ლევან მაკალათია, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლ.ქ., ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

სრულად...

31 წლის ქალი ქართველ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი