დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურცხმყოფელი ქმედების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ადმინისტრაციული სამართლადარღვევისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან, იური რატასთან.
2020 წლის 15 იანვარს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად მეორე და მესამე სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
მორიგი გამარჯვებით და უპრეცედენტო შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან.
თავდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებების მომზადებასა და ორგანიზებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა.
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარია, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 2020 წლის პირველ სხდომაზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.