GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში პედაგოგების დეფიციტის გამო, საგაკვეთილო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის, ზალიკო მაისურაძის განცხადებით, მეორე სემესტრიდან ხუთი პრაქტიკოსი მასწავლებლის წასვლამ და გამოთავისუფლებულ ვაკანსიებზე ინტერესის არქონამ სკოლაში 53 საათის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დირექტორი წუხს, რომ ვერანაირი გზით ვერ ახერხებს კადრების მოზიდვას, რადგან კლიმატურად რთულ რეგიონში, სადაც ზამთარში ყინვები ზოგჯერ -25 გრადუს ცელსიუსსაც კი აღწევს და, სადაც საცხოვრებელი პირობები არც ისე კომფორტულია, არავის სურს ასვლა და მასწავლებლობა.
გერმანიაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. პრემიერის გადაწყვეტილებით რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ. რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლებში - განძასა და საღამოში გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დღეს გადიდის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.