საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. გახარიას თქმით, მისთვის, როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია.

 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.

 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ვიზიტად მყოფ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვდა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

 

სრულად...

დემოკრატმა კონგრესმენებმა აშშის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო ზართან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

ერაყში ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

 

სრულად...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიშკეკის მერს, აზიზ სურაკმატოვს, ერევნის მერს, აიკ მარუთიანს და ხარკოვის დელეგაციას შეხვდა. 

 

სრულად...

წყალტუბოში შვეიცარიელებისა და ქართული ორგანიზაცია „დევნილ ქალთა კავშირის“ ერთობლივი პროექტი - არტ ფესტივალი მიმდინარეობს.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ., ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში გახლადათ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დიდი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის დემონსტრირება.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი