საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გრემისხევის ხეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად ესტუმრა. 

სრულად...

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა, ლეჩხუმის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ეფაძის საფლავი.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულეს.

სრულად...

8 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვმა მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. პარლამენტარი შეხვდა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს და მათი ტკივილი გაიზიარა.

სრულად...

ელ პასოში მასობრივი სროლებისას დაჭრილმა ყველა პაციენტმა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, უარი განაცხადა ქალაქში ვიზიტად ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, იტყობინება „The Independent“-ი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სრულად...

თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო.

სრულად...

სახელები და გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, - ასე მიმართა „რუსთაქვი 2“ - ის ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ გენერალურმა პროდიუსერმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

სრულად...

თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი