რუანდამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა. მიზეზი ებოლას ვირუსის თავიდან აცილებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად ორი დასრულებული და ერთი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. ამ ეტაპზე, მუხიანში, ბობოხიძისა და ამავე ქუჩის I გასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გაზეთ „ახალი წყალტუბოს'' დაარსებიდან 80 წლის იუბილე, გაზეთის რედაქტორს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს მურთაზ კანკაძეს მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დღეს ქალაქ წყალტუბოში (ა)ი.პ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" N2 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს.
ხობის კულტურის სახლის ფოიეში სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ მიმდინარეობს.
პროკურატურა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. პარკის გახსნასთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ისე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.