ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ხელმძღვანელის, ალიკ ქსპოიანის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში „ჯავახეთის გაზაფხული“ - ცეკვისა და სიმღერის მე-11 ფესტივალის ფინალი გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მდინარე გომრულაზე კალაპოტის ფორმირება მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, - სიახლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.
თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ჩავარდა, რის გამოც დაზიანდა იქვე მდგარი რამდენიმე ავტომობილი, ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.
ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“ აღინიშნა. მრავალმხრივი და შინაარსიანი ღონისძიებებით შემდგარი საზეიმო დღე წმინდა ნინოს მშობლების, ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის ვანის საკათედრო ტაძარში სამეუფეო წირვა-ლოცვით ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა დაიწყო.
კახა კალაძემ, განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნამდე ერთი დღით ადრე, რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა და მოსახლეობა 3 ივნისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, სოფელ უწერაში მდინარე მუშუანზე მიმდინარე კალაპოტის წმენდისა და ნაპირსამაგრის აღდგენის სამუშაოები მოინახულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.