წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ფოკაში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს დაესწრო. ფესტივალში მონაწილეობა 10-წლამდელთა 15 გუნდის 200-მა მოთამაშემ მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციანი სიის გასაჯაროებას ეხმაურება.
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაში წარმატებული მოსწავლეები, პედაგოგები და სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დააჯილდოვეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, სოფელ პიპილეთში ადმინისტრაციული სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების შვილებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.
მოკლულია სულ მცირე 12 ადამიანი და რამდენიმეს დაზიანება აქვს მიყენებული პარასკევს, აშშ-ის შტატ ვირჯინიის სამთავრობო შენობაში მომხდარი მასობრივი სროლების შედეგად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.