პარლამენტის წევრმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიდი სომეხი პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის 150 წლისადმი მიღძვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება თავშესაფარში გადაყვანასთან ერთად, ცხოველების მოვლა-კვებას, ვაქცინაციას, კასტრაციას და სტერილიზაციას, ძაღლების ყურის კლიპის მეშვეობით დაბირკვას და დაბრუნებას გულისხმობს.

სრულად...

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.19 თებერვალს შეხვედრები, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების - გოლათუბნის, წიფის, გუდათუბნის და ფონას მოსახლეობასთან გაიმართა. 

სრულად...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო სივრცეში სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია გაგრძელდება.

სრულად...

ქალაქ დუშეთში, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, ჩატარდა 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, მონაწილეობდა სპორტსმენთა 13 გუნდი თბილისიდან, მცხეთიდან, თეთრიწყაროდან, წეროვნიდან და კასპიდან.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სრულად...

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და „დელტას” წარმომადგენლობა შეხვდა პარტნიორებს და უმასპინლა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს, რომელთა შორისაა ყაზახეთი, ინდონეზია, განა, პაკისტანი და ა.შ.

სრულად...

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება.

სრულად...

შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობას, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რეგიონის, მხარისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი