საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ვერანაირ საფრთხეს ვერ უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ გეგმებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის შექმნის შემთხვევაში „ქარიზმის არმქონე“ ხაზარაძეს მხოლოდ 3%-იანი ბარიერის გადალახვის და 6-კაციანი ფრაქციის ჩამოყალიბების პერსპექტივა აქვს.
78 ადამიანია დაღუპული ბანგლადეშის დედაქალაქის, დაკას ისტორიულ რაიონში ხანძრის გაჩენის შედეგად.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იმ გაწეული დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში გერმანია საქართველოს მიმართ ახორციელებს.
გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ „ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბერლინში გერმანიის კანცლერს ხვდება. სალომე ზურაბიშვილსა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია.
„სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება. 2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“ გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 21 თებერვალს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.