საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის პრეზიდენტებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
თბილისის პოლიციის #4, დიდი დიღმის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ჭანტურია, რომლის ხელმძღვანელობითაც ააშენა კომპანია „ლ ჯგუფმა“ 2017 წელს ის საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ოთხშაბათ საღამოს დამანგრეველი აფეთქება მოხდა და რომელიც, მერიის ცნობით, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ოთხშაბათ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა.
დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის ექსპერტები მუშაობენ. მათი დასკვნის დადების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენად მდგრადი და საცხოვრებლად უსაფრთხო იქნება ავთანდილის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი ახალაშენებული კორპუსი, რომლის მე-6 სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხშაბათ საღამოს მომხდარ ძლიერ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განკარგულებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ძლიერი ქარი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.