კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომბორის უღელტეხილზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე,   ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

„როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ მოგვეცემა ამ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიდ დიღომში 16 იანვარს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დეტალებზე განცხადების გაკეთებისას.

სრულად...

გორში, I ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სწრაფი რეაგირების ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც-იოზეფ ნოლტემ სიტყვით მიმართეს, მისიის წარმატებით შესრულება, მშვიდობით დაბრუნება უსურვეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

სრულად...

პირადად მე მაკავშირებენ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან, რაც სრული სიცრუეა, განაცხადა კახა კალაძემ ამ წუთებში.

სრულად...

ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში საპროექტო წინადადებების შერჩევის კონსულტაცია დაიწყო. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნას.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფელ საყულიაში, რიონში, ჩუნეშსა და ოფშკვითში ჩატარდა.

სრულად...

მიმდინარე წლის 17 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: სართიჭალაში (მუღანლო), ახალ სამგორსა და გამარჯვებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე რამდენიმე დღეა აკრძალულია. დაბა ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით მანქანაა გაჩერებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი