სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და უფალს შესთხოვს, რომ „ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“.
ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი ერთგული რჩება ბირთვული განიარაღების, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ იგი მის მიერ აღებულ კურსს შეცვლის, თუკი შეერთებული შტატები მასზე დაკისრებულ სანქციებს განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ათონელზე მდებარე სასახლიდან მიულოცა:
სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს, ახალი წელი პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცეს.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ცენტრალური რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს.
პირველი იანვრიდან სესხების გაცემაზე ახალი პირობები ამოქმედდება. ძალაში შედის ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება. ბანკის ცნობით, რეგულაციების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. შეწყალებულთაგან ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განწესებული მოსამართლე ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მის მიმართ რამდენიმე წელია პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რომელმაც მურუსიძის თქმით, კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მისი უვადოდ განწესების დღეებში მიაღწია.
გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკრებულოს სხდომებზე სულ განხილულ იქნა 333 საკითხი, მიღებული იქნა 279 განკარგულება და 54 დადგენილება.~
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.