მაშველებმა რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის გაჟონვის შედეგად 31 დეკემბერს ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ყველა ცხედარი იპოვეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
ცაგერის სასპორტო სკოლის ძიუდოისტმა ნიკა ქომეთიანმა დიდ წარმატებას მიაღწია. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თურქეთის ქალაქ სამსუნში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე სოფ. ძევრში იმყოფებოდნენ, სადაც ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-არმირებული ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა მუნიციპალიტეტის იმ დაწესებულებების (პოლიცია, სახანძრო, „03“ სამსახური, საავადმყოფოს სამორიგეო, ენერგოს სამორიგეო, წყლის სათავე ნაგებობის სამორიგეო, ლაჯანურჰესის სამორიგეო, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და საკრებულოს სამორიგეო) თანამშრომლებს, რომლებიც 31 დეკემბერს ეწეოდნენ სადღეღამისო მორიგეობას.
საპარლამენტო ოპოზიციაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურებიან.
მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი თიანეთში მომხდარი შემთხვევის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, იტალიაში ჩრდილოეთ კორეის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაუჩინარდა. როგორც BBC იუწყება, ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანის უმაღლესი რანგის დიპლომატი იტალიაში, თავშესაფრის მიღებას დასავლეთის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცდილობდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ხვალიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურება. ბესელია მიიჩნევს, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.