ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანისა და მერის მელქონ მაკარიანის მონაწილეობით, მორიგი შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია Heks Eper Georgia - ს წარმომადგენლებთან.
2022 წლის 6 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორისასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოს სხდომის გამართვას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის გამართვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღებული პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.