საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას, ანდერს სამუელსენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.
შეიარაღებული ოფიცერი, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა ფლორიდის სკოლის უსაფრთხოებაზე, სადაც გასულ კვირას ახალგაზრდა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა, სროლებისას შენობის გარეთ იდგა და არ ჩარეულა, განაცხადა ბროვარდის ოლქის შერიფმა, სკოტ იზრაელმა როგორც ამას BBC იუწყება.
ბარნაბი ჯოისი აცხადებს, რომ იგი გადადგება ავსტრალიის პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მისი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად დამაზარალებელ საგას მოჰყვა, რომელიც მის ყოფილ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ თავის აზრს გამოხატავს პრემიერ მინისტრი. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საზოგადოებაში და „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებამ კითხვები გააჩინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთს ტოვებენ, ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეადგენს და ციფრები აჩვენებს, რომ წელიწადში სექტემბრამდე 130 000-მა დატოვა გაერთიანებული სამეფო.
საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პეტერბურგში ტერაქტი აღკვეთა, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.
დუშეთში „ლიტვურ-ქართული კულტურის ცენტრის’’ წარმომადგენლებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ცენტრის ხელმძღვანელმა, ირმა ჯანგირაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მუშაობის სამომავლო გეგმები გააცნო.
ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებისა’’ და „დუშეთის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა კავშირის’’ ორგანიზებით, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ჰუმანიტარული დახმარება გაიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.