პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგიშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0255 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მოსახლებისთვის წყლის საფასურის გაზრდის შესახებ, სემეკ-მა მიიღო.
გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.მთავრობის მეთაურმა, რომელმაც დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული სამი პირის საქმეზე მსჯელობა მიმდინარეობს. სასამართლო სულხან ალდამოვის , რამაზ მარგიშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საქმეს განიხილავს.
პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებმა ფიცი 300 არაგველის გმირთა მემორიალთან დადეს. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.
სულ მცირე 40 ადამიანი იქნა მოკლული და 30-ს ჭრილობები აქვს მიყენებული, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთში შიიტების კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციაზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმისას.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 11:04 საათზე თბილისიდან 35 კმ-ში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
დენის ტარიფის გაძვირების შესახებ განცხადების გაკეთებისას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ეს მოსალოდნელი იყო და ამით კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი იღებენ სარგებელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.