ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

სრულად...

სულ მცირე 30 პოლიციელი და სამხედრო პირია მოკლული ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მებრძოლთა თავშესაფრებზე განხორციელებული რეიდისას, განაცხადეს უსაფრთხოების და სამედიცინო წყაროებმა.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 567 699 ამომრჩეველი. 

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორის ქუთაისის 59-ე ოლქის N125 საარჩევნო უბანზე, სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება.

 

სრულად...

„დარწმუნებული ვარ, ჩემი არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს და უზრუნველყოფს მის განვითარებას“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც შვილებთან ერთად, № 2 ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

სრულად...

როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.  

სრულად...

გერმანიის ქალაქ მიუნხენში პოლიცია იმ მამაკაცის სამძებრო ოპერაციას ატარებს, რომელმაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, აღნიშნულია პოლიციის მიერ „თვითერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად...

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით  10-მდე  წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

სრულად...

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია, განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი