თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება და ადასტურებს, რომ ვიდეოში თავად არის, თუმცა, საქმე 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ეხება. მისი ვარაუდით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება.
მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ტაივანში ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინება ნებადართული იქნება. ამით ტაივანი აზიაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთი და იგივე სქესის ადამიანებს ქორწინება შეეძლებათ.
ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვატიკანში რომის პაპმა, ფრანცისკემ მიიღო.
რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა.
დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხე თავის ყველაზე მაღალ, „კრიტიკულ“ დონემდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი თავდასხმები შესაძლოა გარდაუვალი იყოს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.