აშშ–ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 67 პროცენტი მონაწილეობას მიიღებდა.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, თქვენი აზრით, როგორ ჩაატარებს/წარმართავს მომავალ საპარლამენტო არჩვნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია - გამოკითხულთა 2 % მიიჩნევს რომ ძალიან კარგად, 27 %-ის აზრით ცესკო არჩევნებს კარგად ჩაატარებს, 45% თვლის, რომ საშუალოდ, 8 %ის აზრით, არჩევნები ცუდად ჩატარდება, 1 % მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად, ხოლო გამოკითხულთა 15 %-ს პასუხი არ აქვს.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 33 პროცენტი ქართველ დამკვირვებლებს ენდობა, რესპონდენტთა 42 პროცენტი ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 20 პროცენტი არ ენდობა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა საკმაოდ ბევრ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მიიჩნევს, რომ "ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას".
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ”ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა განახლდება. აღნიშნულ საქმეზე რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატი, მარინე ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა და პროკურატურა რეალურად არის დაინტერესებული დაზარალებულების დაკმაყოფილებით, კომპანიას მშენებლობის დასრულების საშუალება უნდა მიეცეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა.
28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თანამდებობებიდან წასვლის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.