საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მიმართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით.
25 იანვარს, 17:00 საათზე, ნათელა იანქოშვილის სახლ–მუზეუმში, იხსნება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ინჟინერ–გეოლოგის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, პუბლიცისტის, თვითნასწავლი მხატვრის, ვაჟა კაკაბაძის ნახატების პერსონალური გამოფენა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების 89 წელთან დაკავშირებით მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.
გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო.
პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.