სტატისტიკის სამსახურმა ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების 2014 წლის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში, კუბასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.
ერაყში ძლიერი სიცხის გამო ოთხდღიანი უქმეები გამოაცხადეს. BBC -ს ცნობით, ქვეყანაში კვირის ბოლომდე ტემპერატურა 50 გრადუსს გადააჭარბებს.
2016 წლის 31 დეკემბრამდე, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება. "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ" დადგენილებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
მთავრობა საარსებო შემწეობებს აღუდგენს მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების პროგრამის მიღმა დარჩნენ, - აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინ ფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგის ფარგლებში უვნებლობის პარამეტრებზე კვლევის მიზნით, საზამთროსა და ნესვის 30 ნიმუში აიღეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ ფესტივალზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტები დააჯილდოვა.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქრო მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ხონში განუცხადა.
2016 წლის ბოლოს ჯარში ყველა სასადილო ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხონში განუცხადა, სადაც ნატო-ს სტანდარტების სასადილო დაათვალიერა და შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის" მიერ გამართულ "ღია კარის" დღეს დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.