მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.
თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათების ჩართვასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: "მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო.
წლის განმავლობაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. დაწყებული ინფლაცია კრედიტების გაძვირების წინაპირობაა. ამასთან, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთსაც გაზრდის და ამ განაკვეთზე მიბმული სესხები კიდევ უფრო გაძვირდება.
პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება შესაძლოა, რომელიმე კომერციული ბანკისა და მსხვილი იმპორტიორების ინტერესში იყოს. ამის შესახებ ექსპერტმა გაზეთ ,,ვერსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ დღეს რამდენიმე საკითხზე იმსჯელა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე განიხილა საქართველოს კანონი განსაკუთრებული მინიშვნელობის ქონების შესახებ.
ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მათ ფილიპ ლეფორის ცხინვალში შეხვედრის ვიდეომასალა ნახეს.
ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ არავინ უნდა „შეეცადოს“ ამ პოზიციის „არასწორ ინტერპრეტაციას“.
კანცელარიაში გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.