იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ, ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში, თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ზუგდიდიდან და ქუთაისიდან თბილისში აქციაზე მიმავალი მანქანები მოქალაქეებმა ცოცხების დერეფანში გაატარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა.
მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით, მაგრამ როდესაც მთელი საზოგადოება პატიმრის შიმშილზე საუბრობს და ამით ცდილობენ, გვაცხოვრონ, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემული პატიმრის უფლებებს, რომ თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და თავის მხარდამჭერებს 14-ში მასობრივი შეკრებისკენ მოუწოდებს.
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა.
მიხეილ სააკაშვილმა ხუთი 50-მილიგრამიანი თაფლის ქილიდან ოთხი ქილა აქტზე ხელისმოწერით ადმინისტრაციას დაუბრუნა, - განუცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ რა თქმა უნდა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, როგორმე აწიონ ტემპერატურა და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.