კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია - საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოში მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22.22 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 324 270 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
დედაქალაქის მერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, მაგრამ ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.