პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის, მარიუშ კამინსკის გადაწყვეტილებით, პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია ვერცხლის მედლით დაჯილდოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ნაწილში გამოძიება დასრულდა და წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დროისთვის არსებულ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კონსტანტინე ღიბრაძე გამოიკითხა.
სააპალეაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ, 25 თებერვალს, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.