სახალხო დამცველი ნინო ლომჯარი აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შემაშფოთებელია და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები "არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის".
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. ბერი დანაშაულს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის 20 ლაბორატორია ამოქმედდა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების გენეტიკური (დნმ) ლაბორატორია.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციებთან დაკავშირებული საკითხზე საუბრისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს − განაცხადა ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო 1 დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან (უკრაინა) ჩამოვიდა. ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდებიან. მათი ვოლიერები უკვე აშენებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.