სამართალი

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულმა აქტივისტმა და ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახით მას 13-დღიანი პატიმრობა ჰქონდა განსაზღვრული.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, სააკაშვილის ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს.

სრულად...

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალი საჯარო მოხელეები მიიღო, რომლებმაც  სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ეგიდით დანაშაულის პრევენციის ცენტრში გაიარეს.

სრულად...

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა სამართალდამცველმა ერთმანეთს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ პოლიციელებს აშველებდა. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ ადასტურებს იმ ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც უწყება არ დაეთანხმა საპატრულო პოლიციის უფროსი განცხადებას აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოუყენებლობის შესახებ.

სრულად...

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 26 ნოემბრის აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი არ გამოუყენებია, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება. 

სრულად...

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 28 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლოში არ გამოცხადდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში კალანდია ამბობს, რომ ის მის ადვოკატს ენდობა და პროცესზე დასწრება არ სურს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი