ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროკურატურაში ახალი ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ინფორმაციას გენერალური საგამოძიებო პროკურატურა ავრცელებს.
თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთმანეთს 7 ავტომანქანა, მათ შორის ერთი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალი ემსხვერპლა.
მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, 10 ლოკაციაზე.
2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში. ინფორმაციას შსს ავრცლებს.
იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა, - განაცხადა სასამართლო პროცესზე 65 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ.
ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძე ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომში ახალი პროექტის - „მოხალისეს“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.