სამართალი

წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, იმ მოქალაქეების, ინდივიდების, თუ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს აქ, ადგილზე და არ დააკმაყოფილათ მათი განაჩენები საქართველოში და მიმართეს სტრასბურგს. სააკაშვილის დროს, დღეს რომ საუბრობენ სასამართლოზე და აკრიტიკებენ, ბედავენ, იყო 3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტები გამოავლინეს, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.

სრულად...

„კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება“, -ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძეტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს.

სრულად...

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განხადებაშია აღნიშნული.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება და მოუწოდებს „დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი“.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი-2-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.მ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ გვარამია ბრალდების გარკვეული მუხლების ნაწილში, გაამართლა, ნაწილში კი, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

სრულად...

რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს ეხებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი