„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. პოლიციელთა აქტიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, აღკვეთილია ქურდობის 2 ფაქტი.
გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და მოქალაქე თემურ ბასილია გაამართლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს.
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.