თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 22 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს, მიყენებული ჭრილობის შედეგად, იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.
ფოთში, ბათუმის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ს.ხ., დირექტორის ყოფილი მოადგილე ლ.ბ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რ.ჯ. დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული.
სასამართლომ ძარცვის ჩადენაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეძისის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.