სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამი თვეში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა.
ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება სასჯელები დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული დ.შ., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე - სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდს ერთ-ერთი სამინისტროს ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდი სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ა., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.