შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო: 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი, 100 შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი ექსტაზი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ყვარელში წუხელ, გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბთან - ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ავარიის შედეგად, 5 ადამიანი ადგილზე, ერთი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
საქართველოს პროკურატურამ შპს „ლანცეტი“-ს მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დემირელის კოლეჯის ყოფილ მენჯერსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.