საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, სადაც პოლიციელი არ და ვერ არის დაცული, განაცხადა ვიცე პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან", ერთი სამართალდამცველისა და კლუბის დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა, ზაზა მესხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.
კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრება. ქვლივიძე სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „რესის“ მიერ დე ფაქტო შსს-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუდაევი სოფელ არცევში, კლუბში მოკლული იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული დ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, წყნეთში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.