თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ სტამბულში მიმავალი საქალაქთაშორისო ავტობუსი გააჩერა და ბარგში კონტრაბანდული სიგარეტი, სასმელი და ირანული ხალიჩები აღმოაჩინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ., ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამრთლოს გადაწყვეტილება უკანონოა და განაჩენი საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის.
შრი-ლანკის 2 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამატყუნებელ გამანაჩენს გამოეხმაურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთი წინ გამოაცხადა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცობილი, სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე გამოეხმაურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.