სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული გ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.შ., 1995 წელს დაბადებული გ.ნ., 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 2000 წელს დაბადებული თ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ფოთში დააკავეს.
სამართალდამცავებმა ხანდოს ხეობაში აქციის 6 მონაწილე დააკავეს. ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა გააპროტესტა.
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მისი ადვოკატები შევლენ. როგორც ისინი აცხადებენ, მომავალი პროცესისთვის დაცვის სტრატეგია უნდა შეათანხმონ, მათ შორის, გეგმავენ შუამდგომლობა პროცესის გახსნაზე კვლავ დააყენონ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ყულარის თემში კაშამ კარაევი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სხდომის დახურვის შესახებ.
შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.