საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის განცხადებით, უკრაინის პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გიორგი ცერცვაძე უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება და უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Guardian.ge სრულად გთავაზობთ.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართველი სამხედროს გიორგი ცერცვაძის რუსული მხარისთვის გადაცემა არ მოხდეს, რამდენიმე იურიდიული ბერკეტი არსებობს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მთავარ პროკურატურას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართა.
თბილისში, დიდუბეში რკინიგზის გადასასვლელთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე 45 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას bari.repubblica.it ავრცელებს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ს.კ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული შ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.