შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ ტრენინგი დაიწყო. ტრენინგის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 12 თანამშრომელი, ოთხი დღის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის ელჩი - კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან - რებეკა ჰანტთან და აშშ-ის საელჩოს სამართალდაცვით საკითხებში უფროს მრჩეველთან - მაიკლ ტერნერთან ერთად ეწვია.
მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება, არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ეს სხვებს დასჭირდებათ თავშესაფარი! - ასე გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მის მიმართ განხორციელებულ მუქარას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.