დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული დასანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარმოდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.
ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი „დინამო“ მისი ფინანსური ოპერაციებისა და გასხვისებული აქტივების შესახებ ინფორმაციას კვლავ ასაიდუმლოებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი მოინახულეს.
2012 წლის შემდეგ, დევნილებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გავაათმაგეთ, დღემდე ახალი საცხოვრებელი ფართები გადავეცით 32 000-მდე დევნილ ოჯახს, აქ ჩანს ჩვენი რეალური დამოკიდებულება ჩვენი დევნილების მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
განსაკუთრებული მოწიწებით ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ჩვენს გმირ მებრძოლებს, ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს. მე ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით თქვენ მიერ გაღებული სისხლისთვის, თქვენი ვაჟკაცობისთვის, თქვენი თავდაუზოგავი შემართებისთვის, თავდადებისთვის და გმირობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს.
საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს:
განსაკუთრებული ამბავი მათთვის, ვისაც ზაფხულისთვის კონდიციონერი, ახალი ავეჯი, სახლისთვის საჭირო სხვა ნივთი ან ტექნიკა სჭირდება: 30 ივნისს და 1 ივლისს ლიბერთის VISAბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ყველაზე მაღალი, 40%-მდე CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.